გიული ჩოხელი: ჩემს ქმარს რომ ეთქვა, თორმეტი წელი შენთან ვიქნებიო, თავს მოვიკლავდი, არამცთუ მთავრობას

18.07.24 11:30
გიული ჩოხელი: ჩემს ქმარს რომ ეთქვა, თორმეტი წელი შენთან ვიქნებიო, თავს მოვიკლავდი, არამცთუ მთავრობას

 

 

12 წელი? - ჩემს ქმარს რომ ეთქვა, თორმეტი წელი შენთან ვიქნებიო, თავს მოვიკლავდი, არამცთუ მთავრობას... ხომ იყავით 12 წელი, მადლობთ! - ასეთია ქართული ჯაზის ლეგენდის პოზიცია "ქართული ოცნების" პრეზეტნაციისა და ბიძინა ივანიშვილის მოსმენის შემდეგ. 

 საქართველოს დამსახურებული არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე, გიული ჩოხელი "პირველებთან" ამბობს, რომ  ელოდა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასაც, ფიქრობდა რომ ოცნების დამფუძნებელი შეცდომებს აღიარებდა, დარბეულ და ნაცემ ახალგაზრდებს ბოდიშს მოუხდიდა, თუმცა უშედეგოდ. 

"თვადდახუჭული ვუსმენდი და მეშინოდა თვალის გახელის, უნდა ეთქვა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით, დავივიწყოთ ცუდი, შეცდომები, რომელიც ჩვენც გვქონდა და თქვენც გქონდათ. 

ეს კი იყო - ჩვენ ვართ ჩვენ, და თქვან ხართ თქვენ და თუ წესიერად მოიქცევით, ესეიგი აარჩევთ, ომისა და მშვიდობის ამბავს. ომი და მშვიდობა კი არა, საქართველო და რუსეთი"- აცხადებს გიული ჩოხელი. 

მსგავსი სიახლეები