„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12-წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს - ცისკარიშვილი

18.07.24 11:42
 „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12-წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს - ცისკარიშვილი

ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12 წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, - ერთიანობას  ალტერნატივა არ აქვს.

 ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და დაამარცხებს 12 წლიან ბნელ ეპოქას. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭი ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც იჯდება მთავარ მაგიდასთან და რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

მსგავსი სიახლეები