"სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ მუდმივი უნდობლობა არსებობს" - სახდეპი გაჭიანურებულ საქმეებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოზე ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ასევე წერია, რომ "საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ მუდმივი უნდობლობა არსებობს".
დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციაზეც წერს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და საქართველოს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკაში ჩარევის ბრალდებებს, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას, მათ შორის კომერციულ კანონებს და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებს", - წერია ანგარიშში.