საქმე ბოლომდეა მისაყვანი - რას ითხოვენ ინჯია და "ოცნების" დეპუტატები გაბიტაშვილისგან

18.07.24 12:04
საქმე ბოლომდეა მისაყვანი - რას ითხოვენ ინჯია და "ოცნების" დეპუტატები გაბიტაშვილისგან

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

დღეს გამართულ სხდომაზე ოპოზიციიდან „გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ესწრებოდა. 

კომიტეტზე იმყოფებოდა „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია. 

ფრიდონ ინჯია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი გაბიტაშვილისგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით დაინტერესდნენ.

კარგია რომ შეიქმნას სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი. წინა ხელისუფლებამ ის დანაშაული რაც ჩაიდინა, ამისთვის მათ სრულად პასუხი არ უგიათ. ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიდან, ამ დღეებში, რომ იყო. რა გიშლიდათ ხელს, რომ მათ სრულად რომ ეგოთ პასუხი?  საქმე ბოლომდეა მისაყვანი"- თქვა ინჯიამ.

"ხალხის ძალის" ლიდერის კითხვაც   ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს შეეხებოდა. 

გურამ მაჭარაშვილი იმ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი ინფორმაციით, კონკრეტულ პირებს 2012 წლამდე უკანონოდ ჩამოერთვათ.

დეპუტატი ექსტრადირების საკითხითაც დაინტერესდა და თქვა, რომ "სხვა სახელმწიფოებთან მსჯავრდებულების გადმოცემასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს". 

მაჭარაშვილის საპასუხოდ გაბიტაშვილმა თქვა, რომ ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა. 

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები"- განმარტა მან. 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს". 

მსგავსი სიახლეები