გიორგი გაბიტაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პროკურატურა სრულად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან
გიორგი გაბიტაშვილის მტკიცებით, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად დამოუკიდებელია.
გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირწმუნება, რომ პროკურატურის ნეიტრალურობა კანონითაა განსაზღვრული.
„კანონით არის განსაზღვრული, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა. როგორც კანონითაა განსაზღვრული, რეალობაშიც ასე სრულდება. პროკურატურა სრულად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან. შემიძლია, ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ჩემი არჩევის შემთხვევაშიც ასე დარჩება. ეს ეხება როგორც უწყებას, ასევე, პირადად მე“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.