ფიზიკური შეურაცხყოფა მანქანაში მოხდა, განყოფილებაში აგდებული დამოკიდებულება გაგრძელდა - ლუკა კინწურაშვილი გამოკითხვაზეა
ახალგაზრდა, რომლიც პოლიციელებს ძალადიბაში ადანაშაულებს, კოკა კაციტაძის უწყებაშია. ლუკა კინწურაშვილი გამომძიებლებს დეტალურად უყვება იმ სამართალდამცავების შესახებ, რომელებმაც მისი მტკიცებით, მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს.
სამოქალაქო აქტივისტი ირწმუნება, რომ ის ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი პოლიციის განყოფილებაში გახდა.
მისივე თქმით, ჯერ უმიზეზოდ დააკავეს, შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ, ისე რომ არც ადვოკატებთან და არც ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება არ მისცეს, იზოლატორში გამოკეტეს.
რადგან, მესაუბრებოდნენ საკმაოდ აგრესიულად და არ ქონდათ კამერა, რითიც მე, რამე დამადასტურებელი საბუთი მექნებოდა შემდეგში, საჭიროდ ჩავთვალე, მე გადამეღო თავად ვიდეო. ცოტა ხანში მოდის, დაბურული მანქანით, (შავი მანქანა დაბურული შუშებით) საიდანაც გადმოდის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ, არის პოლიციის განყოფილების უფროსი. მეკითხება, რა ხდება ლუკა? - კამერა ჩაწიე, მწვდება ხელში, ტელეფონში.
ტელეფონს მგლიჯავს ეგრევე და დააკავეთო. ხელები გადამიგრიხეს, წამებში ხდება ეს ყველაფერი, მტენიან მანქანაში. ხდება, ჩემი უკანონოთ ჩხრეკა. არ მაქვს, არავისთან დაკავშირების უფლება. ფიზიკური შეურაცხოფა, მხოლოდ და მხოლოდ მანქანაში იყო, შემდეგ იყო უბრალოდ აგდებული საუბარი: პირსინგებზე, ჩემს მსოფლმხედველობაზე, ტატუზე. მის შემოთავაზებაზე, რო თუ წავშლიდი ვიდეოს გამიშვებდნენ, მაინც გავრისკე და წავშალე ვიდეო, რომლითაც დიდი შეცდომა დავუშვი, როგორც კი წავშალე ისევ დაადეთ ბორკილებიო, მე ხელებზე ბორკილები მედო"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე იმყოფებოდა, თორნიკე ობოლაშვილი, საკონსტიტუციოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე, რომელმაც ძალადობის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა.