გაბიტაშვილს "ოცნების" სრული მხარდაჭერა აქვს - პროკურორობის კანდიდატს შოთაძის კაბინეტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

18.07.24 13:12
გაბიტაშვილს "ოცნების" სრული მხარდაჭერა აქვს - პროკურორობის კანდიდატს შოთაძის კაბინეტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

გიორგი გაბიტაშვილს "ოცნების" სრული მხარდაჭერა აქვს - პროკურორობის კანდიდატს შოთაძის კაბინეტამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ გაბიტაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს პროკურატურის სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას და დარწმუნებული ვართ, რომ მისი ხელმძღანელობის ქვეშ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს პროკურატურის სისტემა და ყველა ის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის კუთხით არსებული დაპირება, რომელიც არის გაცემული, ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, პროკურატურის საქმიანობაშიც აისახება", - ამბობს მათიკაშვილი. 

გენერალური პროკურორობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარი ისე დაუჭირეს, რომ "ოცნების" არც ერთ დეპუტატს, მისთვის არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს. კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია. ახლა კი ჯერი დეპუტატებზეა. პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესია იმართება, სადაც სავარაუდოდ გაბიტაშვილის პროკურორად არჩევას მხარს "ოცნების" სრული უმრავლესობა დაუჭერს. 

მსგავსი სიახლეები