პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

18.07.24 14:00
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი 80 ხმით დაამტკიცა. ის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.

კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გაიმართა.

საპროკურორო საბჭოს წარდგენილ კანდიდატს მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

 

მსგავსი სიახლეები