"გახარიას დაავალებენ, პარტია „ლელოს“ შეუერთდეს" - მდინარაძე

18.07.24 15:07
"გახარიას დაავალებენ, პარტია „ლელოს“ შეუერთდეს" - მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება. როგორც მდინარაძე ამტკიცებს, რომ ხაზარაძის გუნდს არჩევნებზე ბარიერის გადალახვა გაუჭირდება და გახარიას "დაავალებენ, პარტია „ლელოს“ შეუერთდეს".

„როგორც ბოროტი ხმები ამბობენ გახარიასთვის გადანახული ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პარტიები „ლელოსკენ“ გადაისროლეს. ახლა დატესტავენ რეიტინგებს და მერე  დავალებას მისცემენ ახალს. გახარიას მაინც დაავალებენ რომ „ლელოს“ შეუერთდეს, იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ლელო" და პარტია "საქართველოსთვის შესაძლო გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს უარყოფენ. 

 "ლელოს" ლიდერმა გუშინ თქვა მხოლოდ ის რომ, თუ ექს-პრემიერი ოთხ კითხვას  გასცემს პასუხს,  ხაზარაძის გუნდი, მზად არის გახარიასთან "ერთ მაგიდასთან დაჯდეს".

მამუკა ხაზარაძის თქმით, ოთხიდან სამი კითხვა წარსულის შეეხება, ერთი კი გახარიას სამომავლო გეგმებს და  შესაძლო კოალიციის შეკვრას "ქართულ ოცნებასთან".

რამდენიმე საათის წინ კი გახარიას გუნდში პირდაპირ თქვეს, რომ "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ფორმით თანამშრომლობას ან კოალიციის შეკვრას კატეგორიულად გამორიცხავს. 

მსგავსი სიახლეები