ამომრჩევლის მოსყიდვა - კალაძემ 36 ოჯახს ბინები გადასცა

28.07.21 20:40
ამომრჩევლის მოსყიდვა - კალაძემ 36 ოჯახს ბინები გადასცა

ამომრჩევლის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ -  მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 36 ოჯახს  ბინები სიმბოლურ ფასად -  ერთ ლარად გადასცა.

ბინები მერიის კუთვნილ შენობებში შეჭრილმა მოქალაქეებმა მიიღეს. კალაძე ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი დროში დაემთხვა.

საარჩევნო გარემო, კამპანია რა თქმა უნდა, ამ პროგრამის გაგრძელებას და განვითარებას ხელს ვერ შეუშლის", - ამბობს კალაძე.

კორუფციის მკვლევარებუ ფიქრობენ, რომ კალაძე ამომრჩევლის გულის მოსაგებად აპრობირებულ მეთოდებს მიმართავს. 

ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ის დასახელებულია კანდიდატად, ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებს ბიუჯეტის ფულით", - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

 


 

მსგავსი სიახლეები