სიძულვილით მოტივირებული, სისტემური დანაშაულია - ლუკა კინწურაშვილის ადვოკატი

18.07.24 15:52
სიძულვილით მოტივირებული, სისტემური დანაშაულია - ლუკა კინწურაშვილის ადვოკატი

"სიძულვილით მოტივირებული დანაშაული" - ასეთ სამართლებრივ შეფასებას აძლევს ლუკა კინწურაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს. 

  • საუბარია სამოქალაქო აქტივისტ ლუკა კინწურაშვილზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

მარიამ პატარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო უწყებამ მოტივი ობიექტურად გამოკვეთოს.

უფლებადამცველის შეფასებით, საზეზეა სისტემურ დანაშაული. 

რაც დღეს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან გამოიკვეთა, არის ის, რომ ლუკა კინწურაშვილის მიმართ განხორციელებული ქმდებები ერთიანობაში გამოწვეულია და ამ დანაშაულს გააჩნია მოტივი - ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოკვეთოს ეს მოტივი და მისი გამოკვეთა მარტივად ამოიკითხება, იმ  მიმართვებიდან და ფრაზებიდან, რასაც ადგილი ჰქონდა ინციდენტის მიმდინარეობისას ლუკა კინწურაშვილის მიმართ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან"- თქვა მარიამ პატარიძემ. 

მოქალაქემ, რომელიც პოლიციას ტერორში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური დატოვა. ლუკა კინწურაშვილმა კაციტაძის უწყების გამომძიებლებს დეტალურად უამბო მასზე განხორციელებული სავარაუდო უკანონობის შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, შიშის შეგრძნება აქვს, თუმცა საგამოძიებოს იმ იმედით მიმართა, რომ იქნებ "სამართალი მის მხარეს დადგეს". 

მსგავსი სიახლეები