"ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ სჩანს" - ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოდის

28.07.21 21:08
"ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ სჩანს" - ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ჩამოდის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების"  მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე ეხმაურება. კრამონმა საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში  ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და სასაცილო უწოდა.

საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. ,,ქართულმა ოცნებამ" ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირთან დადებულ 19 აპრილის შეთანხმებაზე აუქმებს საკუთარ ხელმოწერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება ხედვა 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებით", - წერს ევროპარლამენტარი. 

 

ვიოლა ფონ კრამონმა მალევე მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ენმ გააკრიტიკა.

გულწრფელად რომ ვთქვა,  უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე, რომ ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ“, - აღნიშნავს იგი.