გახარიას პასუხი: ჩვენთვის "ოცნება" წითელი ხაზია

18.07.24 17:08
გახარიას პასუხი: ჩვენთვის "ოცნება" წითელი ხაზია

"ლელოს" 4 კითხვიდან ერთის პასუხი ცნობიალია - ექსპრემიერი ამბობს, რომ მისთვის "ქართული ოცნება" წითელი ხაზია. 

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს საზოგადოებამ ძალიან დიდი ხანია კარგად იცის და ამაზე პარტია "საქართველოსთვის" წლების წინ საუბრობდა.

პარტიამ "საქართველოსთვის" უკვე განაცხადა, ეს არ გვითქვამს გუშინ, ჩვენთვის წითელი ხაზია "ნაციონალური მოძრაობა" და წითელი ხაზია "ქართული ოცნება". ეს ყველასთვია, საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დიდი ხანია აქ არანაირი სიახლე არ არის" - ამბობს გახარია. 

ასევე წაიკითხეთ:

ცნობისთვის, ექსპრემიერის გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს, "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ფორმით თანამშრომლობას ან კოალიციის შეკვრას. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერებს მას შემდეგ დაუსვეს, რაც "ლელოს" ლიდერმა, ექსპრემიერს 4 კითხვით მიმართა.  

მამუკა ხაზარაძის თქმით,  თუ ექს-პრემიერი ოთხ კითხვას  გასცემს პასუხს,  მზად არის,  გახარიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ოთხიდან სამი კითხვა წარსულის შეეხება, ერთი კი გახარიას სამომავლო გეგმებს.

მსგავსი სიახლეები