რატომ ჩააბარეს საარჩევნო შტაბის მართვა კობახიძეს და არა ღარიბაშვილს? - რა ახსნა აქვთ საპარლამენტო უმრავლესობას

18.07.24 17:25
რატომ ჩააბარეს საარჩევნო შტაბის მართვა კობახიძეს და არა ღარიბაშვილს? - რა ახსნა აქვთ საპარლამენტო უმრავლესობას

საარჩევნო შტაბს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა საარჩევნო შტაბის მართვასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს გამოუცხადა. თუმცა, წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს ყოველთვის პარტიული პირი ხელმძღვანელობდა.

რატომ ჩაიბარეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა კობახიძეს და არა ღარიბაშვილს, რომელსაც პრემიერობიდან პარტიის თავმჯდომარედ გადაყვანის შემდეგ სწორედ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება ჩააბარეს, რის გამოც, მან 2024 წლის მარტიდან მან 100 დღეში 10 რეგიონში ჩასვლა დაანონსა, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი პასუხი აქვთ - ირაკლი კობახიძე კომპეტენტურია.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, კობახიძეს რა თანამდებობაც არ უნდა ჰქონოდა ახლა, მაინც ის უხელმძღვანელებდა საარჩევნო შტაბს, რადგან მას ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს. 

მთავარი ფაქტორი იყო, არა ვინ იყო ამ შემთხვევაში ვინ იყო ირაკლი კობახიძე - პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე თუ ა.შ. ის, რომ თავად იყო ირაკლი კობახიძე, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძე რომ ყოფილიყო პარტიის ხელმძღვანელი თუ წარსულში რომ იყო აღმასრულებელი მდივანი, ნებისმიერი პოზიცია, რაც არ უნდა ჭეროდა, მაინც ირაკლი კობახიძე იქნებოდა, იმიტომ, რომ ყველაზე გამოცდილი მენეჯერი საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით არის ჩვენი მხრიდან ირაკლი კობახიძე. რაღაც მიმართულებით მუშაობს რაღაც ჯგუფი, ვიღაცას მეტი გამოცდილება აქვს, ვიღაცას ნაკლები გამოცდილება აქვს,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად კობახიძისთვის ნდობის მინიჭებას დაჩი ბერაია ხსნის წინა არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან გამომდინარე. ბერაია თვლის იმ უნარებს, რაც კობახიძეს აქვს, როგორც შტაბის ხელმძღვანელს:

თქვენ გახსოვთ წინა არჩევნების შედეგები, როდესაც ირაკლი კობახიძე იყო შტაბის ხელმძღვანელი, გახსოვთ ალბათ, თუ როგორი შედეგებით დამთავრდა ეს არჩევნები და კრიტერიუმი ალბათ, ცხადი და ნათელია, ხომ - პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, ორგანიზატორული ნიჭი და უნარები და ა.შ.
(კითხვა: ღარიბაშვილს აღარ ენდობა ივანიშვილი, პარტიის თავმჯდომარე ხდება ხოლმე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი?) რას ნიშნავს პარტიის თავმჯდომარე ხდება შტაბის ხელმძღვანელი, არ არის ეგ არსად დადგენილი, აბსურდულ მიზეზებს ნუ ეძებთ, ქარიშხლის ატეხვას ნუ ცდილობთ ჭიქაში, არ არის ასე,“ - ამბობს დაჩი ბერაია.

მიხეილ ყაველაშვილისთვის კითხვებს არ აჩენს ის ფაქტი, რომ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და ამბობს, რომ პარტიაში ყველას თავისი როლი აქვს.

კომპეტენცია ამ თვალსაზრისით, შტაბის უფროსთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე მე მგონი, ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია, ამაში ყველა ვთანხმდებით, რა არის ამაში გასაკვირი. 
ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, ღარიბაშვილი ყოველთვის იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რა არის აქ განსხვავება. ყველას აქვს თავისი... ხალხთან ყველას მოგვიწევს სიარული, დავდივართ კიდეც და ყველას თავისი ფუნქცია აქვს,“ - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

ირაკლი კობახიძე არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცნობილი ქართული ოცნების ახალი ოფისის გახსნის დროს გახდა.  

მსგავსი სიახლეები