გორის მერის ანტიდასავლური განცხადებები და ოპოზიციის პასუხი
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ევროპასა და ამერიკას ქვეყნის მტრებად აცხადებს. დავით რაზმაძე რუსეთს და ამერიკას ერთ სიბრტყეზე აყენებს და ფიქრობს, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ოპოზიციის სახით ქვეყანაში აგენტურა ჩანერგეს.
ქართველი ხალხის გვერდზე ვართ ჩვენ, მაგრამ ხელისუფლება სხვა გზით წავიდა - მე რა მაინტერესებს იცით, ამ ხელისუფლებას მოსახლეობის ნახევარზე მეტი გვერდით უდგას და მათი არჩეულია, ამ ნახევარზე მეტს რას ეუბნება მეთიუ მილერი და მისი დამვვალებელი. მიღებულია, ამერიკა ერქმევა, გერმანია, რუსეთი, არ აქვს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის, რომელიც მე დღის წესრიგს შემიდგენს. ფაქტობრივად, ერთი იმპერია რუსეთია, მეორე იმპერია ამერიკაა, იმან უნდა გიკითხოს და დაგილაგოს, ჩემთვის მიუღებელია. რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი, რომელ სტრატეგიულ პარტნიორზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენი ჯარის დაფინანსება შეუწყვიტეს ეს და მისცეს ლომჯარიებს, გიგაურებს,“ - ამბობს რაზმაძე.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რაზმაძე ყოველთვის მხარს უჭერდა თავისი განცხადებებით ოკუპანტ ქვეყანას. თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მათ არჩევნებზე პასუხს გასცემს.
რაზმაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა და თავისი განცხადებებით ის ყოველთვის მხარს უჭერდა პუტინს და ოკუპანტების პოლიტიკას. ქართულ ოცნებას სურს, რომ საბოლოოდ გვაქციოს რუსეთის უკანა ეზოდ, ეს ყველაფერი დასრულდება სწორედ 26 ოქტომბერს არჩევნებით, როდესაც ქართველი ხალხი გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს ქართულ ოცნებას და გათავისუფლდება ოკუპანტი ხელისუფლებისგან,“ - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი ბალიაშვილი.
ეს არის ჩვენი ევროპული ურთიერთობების განხეთქილების დიდი ფაზა, სადაც მათ სურს, რომ ჩვენ ჩამოგვაშოროს იმ ევროპულ გზას, რომელსაც ამდენი წელია ვოცნებობდით, ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მივადექით კარიბჭეს, ახლა ცდილობენ ისინი ამ კარიბჭის დახურვას, არ გამოვა ასე, რადგან ხალხი ბრძენია,“ - ამბობს ლელო საქართველოსთვის გორის ოფისის ხელმძღვანელი გელა შერვაშიძე.
ვიცით, რომ ქართული ოცნება მთლიანად პრორუსულია, აქედან გამომდინარე, მათ უკვე ჩამოიხსნეს ნიღაბი და აშკარად იძახიან იმას, რომ მათ უკვე რუსეთი უნდათ, უკვე საქართველო გახადეს რუსეთის გუბერნია, თუმცა მე ვიცი, რომ ნაომარი ქალაქიდან საკადრის პასუხს გასცემენ რაზმაძეს, ქართულ ოცნებას არჩევნებზე და მათ გავუშვებთ მშვიდობიანად სახლში,“ - ამბობს ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერ ჯალაღანია.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე მორიგ ანტიდასავლური განცხადებას აკეთებს - დავით რაზმაძემ TV მონიტორინგთან თქვა რომ "დასავლეთი ჩვენი ქვეყნის მტერია". საგარო მოხელე ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში ოპოზიციის სახით "აგენტურა ჰყავს ჩასმული".