გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ, უცხოელი პარტნიორების განცხადებების შემდეგ - დეკანოიძე
6 საათიანი მსჯელობის შემდეგ. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების საპასუხოდ, ,,ენმ"-ს ოფისში კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არაფერი უთქვამთ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის, თქმით, ისინი უცხოელი პარტნიორების განცხადებებს ელოდებიან, რის შემდეგაც პარტიის გადაწყვეტილებას გაახმოვანებენ.
"ენმ"ამ შემთხვევაში მზად არის, მიიღოს ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები, თუმცა ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ მოგახსენებთ, საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვინაიდან ამ მედიაციაში საქართველოს მოსახლეობის მიმართ და ზოგადად ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ ჩართული იყვნენ აშშ, ევროკავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.