თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას - ზურაბიშვილი ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს
თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას!
თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას", - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.