"ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს - ჯიმ რიში

28.07.21 22:14
"ოცნებას" მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს - ჯიმ რიში

 "ქართული ოცნების" მიერ მიშელის შეთანხმების ანულირებას სენატორი ჯიმ რიში Twitter-ზე  ეხმაურება. სენატორი  მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, არის უარის თქმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მაჩვენებელია იმისა, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს  და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს", - წერს ჯიმ რიში.