როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - კობახიძე

18.07.24 20:11
როგორც კი რეგიონში გლობალურად შეიცვლება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - კობახიძე

"როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება ვითარება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მანამდეც დაიწყება ეს პროცესი," - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება. 

კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ისაუბრა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, თუმცა, არ საუბარობს, რა პასუხი მიიღო პარტნიორების მხრიდან. აქვე, კობახიძე ამბობს, რომ რეგიონში ვითარების დამშვიდებაში მოიაზრებს უკრაინაში ომის დასრულებას - "იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება".

მქონდა საუბარი ამ თემებზეც, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა შესაბამის ლიდერს, იყვნენ მათ შორის, უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლები, ბორელი, მიშელი, სხვები და მათთანაც მქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. 
ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება, რაც მაქვს არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება ვითარება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში ვითარების დამშვიდებაზე,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს მიმართ პარტნიორების დამოკიდებულება რომ შეიცვლება, ამაზე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემაც ახალი ოფისის გახსნის დროს ისაუბრა. ივანიშვილმაც უკრაინაში ომის დასრულებაზე ისაუბრა და დროდ ერთი წელი დაასახელა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ომი უფრო მალე დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები