შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტი საფრანგეთში შვებულებაში იმყოფებოდა და ,,ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური შეთანხმების ჩაშლის შემდეგ არაფორმალური შეხვედრა შარლ მიშელთან სასწრაფოდ დაგეგმა.
ინფორმაციას თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი განმარტებით, ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ, საფრანგეთში, შედგა.