"ამნისტიის დროს, სააკაშვილზე საუბარი უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს" - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში

19.07.24 13:46
"ამნისტიის დროს, სააკაშვილზე საუბარი უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს" - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში

როგორ ხსნიან საპარლამენტო უმრავლესობაში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს და რატომ არ ეხება ისეთ მუხლებს ამნისტია, რომლითაც მიხეილ სააკაშვილია მსჯავრდებული? - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, ამნისტია არ უნდა ეხებოდეს ისეთ პირებს, რომლებიც სააკაშვილის მსგავსი მუხლებით არიან გასამართლებულები.

ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის შემუშავება მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო სტრასბურგის სასამართლომ. შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს," - ამბობს იონათამიშვილი.

მუხლობრივად მიმდინარეობს მსჯელობა, რომელ მუხლს და რა დოზით უნდა შეეხოს და არა იმის მიხედვით, ვინ სად იხდის სასჯელს და ა.შ. რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, დაანებოს ყველამ თავი, თავისი სამყარო აქვს, ვივა მედში არის, ისევ პრეზიდენტი ჰგონია თავი და იყოს იქ და განცხადებები აკეთოს, შევეშვათ. ამნისტიის კანონპროექტი ისეთი ჰუმანური აქტია და ისეთ პატიმრებს ეხება, რომელთა უფლებებიც დაცულია და გვინდა, რომ რესოციალიზაცია მოხდეს, რომ საერთოდ არავის ახსოვს პატიმარი სააკაშვილი," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

82 მომხრე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. საპარლამენტო ბოიკოტის გამო განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები