პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
82 მომხრე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. საპარლამენტო ბოიკოტის გამო განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა.
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით საპროტესტო აქციის პარალელურად დაამტკიცა. მსჯავრდებულთა ნათესავები "ოცნების" მოფიქრებულ ამნისტიის კანონს და შერჩევით სამართალს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ჩამონათვალში ვერ მოხვდა ბევრი არაძალოდობრივი დანაშაული, რაც არაჰუმანურად მიაჩნიათ.