"ოცნების" შერჩევითი ამნისტია - პატიმრების ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ
შიმშილობა ციხეებში და პროტესტი ქუჩაში - ამ წუთებში პარლამენტთან პატიმრების ოჯახების წევრები იკრიბებიან. მსჯავრდებულთა ნათესავები "ოცნების" მოფიქრებულ ამნისტიის კანონს და შერჩევით სამართალს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ჩამონათვალში ვერ მოხვდა ბევრი არაძალოდობრივი დანაშაული, რაც არაჰუმანურად მიაჩნიათ.
მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ არასწორია, როდესაც ერთი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გამო ხელისუფლება სხვა პატიმრებს სჩაგრავს.
ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს ამნისტია იყოს საყოველთაო, რადგან ხელისუფლებამ რომელი ამნისტიაც დააინიცირა, არის შერჩევითი, არაჰუმანური და ჩვენ ვითხოვთ, რომ იყოს ჰუმანური. უნდა შეეხოს ყველა პატიმარს აბსოლუტურად. პატიმრებს, რომელსაც აქვთ დიდი წლების განსაკუთრებულად, რა დააშავეს იმ პატიმრებმა? ხელისუფლება ასევე გვეუბნება, რომ ერთი ადამიანის გამო გაწირა ძალიან ბევრი პატიმარი, თუნდაც პრეზიდენტი სააკაშვილი რომელი მუხლითაც ზის, კი, ბატონო, დამნაშავეა, უნდა მოიხადოს სასჯელი, მაგრამ სხვა პატიმრებმა რა დააშავეს იგივე მუხლით რომ სხედან?, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
სადავო კანონპროექტის განხილვა უკვე დაწყებულია. ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ გეგმავს, ციხის კარი 3000-ზე მეტს პატიმარს გაუხსნას, 7000-მდე მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმციროს.