„არ ვიცი, რატომ გადავრჩი იმ ღამეს“ - რას ამბობს სასიკვდილო ინექციას გადარჩენილი ქრისტა პაიკი

30.10.26 23:25
„არ ვიცი, რატომ გადავრჩი იმ ღამეს“ - რას ამბობს სასიკვდილო ინექციას გადარჩენილი ქრისტა პაიკი

აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქალი, რომელიც სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, პირველად საუბრობს წარუმატებელი აღსრულების მცდელობის შედეგად მიღებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმაზე. 50 წლის ქრისტა პაიკი აცხადებს, რომ 30 სექტემბრის შემდეგ მუდმივ ტკივილს განიცდის და საუბარიც უჭირს.

"იმ ღამის შემდეგ არ ყოფილა მომენტი, ტკივილი რომ არ მეგრძნო. სხეული, მკლავები, ხელები და ყელი მტკივა. ლაპარაკი ჯერ კიდევ მიჭირს. ეს ტკივილი მხოლოდ ფიზიკური არ არის - ტკივილია ჩემს გონებასა და სულშიც. იმ ღამის მიღმა ცხოვრებაზე არც კი ვიფიქრებდი, ღრმად გულნატკენი ვარ უპასუხისმგებლობითა და არაპროფესიონალიზმით, რომელმაც ამდენი ადამიანი ჩააყენა ასეთ საშინელ მდგომარეობაში. მე კვლავ ვფიქრობ ჩემი ოჯახზე და იმ საშინელ ტკივილსა და დანაკარგზე, რაც მათ გადაიტანეს... ვცდილობ აზრი მოვუძებნი იმას, რაც შემემთხვა. არ ვიცი, რატომ გადავრჩი იმ ღამეს. ჯერჯერობით ვცდილობ გამოვჯანმრთელდე, - ამბობს აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქრისტა პაიკი.

პაიკს, რომელსაც 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, ტენესის შტატში სასიკვდილო პრეპარატის ორი დოზა შეუყვანეს, თუმცა სიკვდილი არ დადგა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები