შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის - ნედ პრაისი

29.07.21 10:10
შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის - ნედ პრაისი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრაისი წერს, რომ მმართველი გუნდის მიერ  შეთანხმების ანულირება ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას ძირს უთხრის.

,,ქართული ოცნების"  მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იმუშაონ ერთად, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",- წერს ნედ პრაისი.