ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა ექნება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - ბოკუჩავა
„დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს და ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებზე.
დღეს აქ, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, 2008 წელს როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში ჩაგვეტარებინა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა რესპუბლიკელ ლიდერშიფთან, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.