იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს ფუნდამენტი, "ოცნება" მოსწავლეებს და მასწავლებლებს გზას უკეტავს - ნანა ტოხვაძე

19.07.24 14:54
იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს ფუნდამენტი, "ოცნება" მოსწავლეებს და მასწავლებლებს გზას უკეტავს - ნანა ტოხვაძე

იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს მშნებლობის, “ქართული ოცნება” უარს ამბობს და გზას უკეტავს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და დირექტორებს, - ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ნანა ტოხვაძემ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოპოზიციის წევრმა ივანიშვილის ხლეისუფლება მოღალატეებად და კორუმპირებულად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ერთიანობაა. 

დღევანდელი შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საჭირო, სავალდებულო მსჯელობა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი და მისი მთავრობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ღალატის, კორუფციის და რეგრესიის ფარდობა. მათ იგივე მეთოდი გამოიყენეს განათლებაში, რაც ქვეყნის მართვაში, დაუპირისპირეს და ერთმანეთს წაკიდეს პედაგოგები. 

იმის ნაცვლად, რომ განათლება იყოს ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს მშნებლობის, “ქართული ოცნება” უარს ამბობს და გზას უკეტავს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და დირექტორებს, ეს ყველაფერი კი ერთიანობით უნდა შეიცვალოს, - განაცხადა ტოხვაძემ.

მსგავსი სიახლეები