თამარ კორძაია: განათლებაში არსებული პრობლემების გააზრება-გადაჭრაში განათლების სფეროს თითოეული წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს
საქართველოს მასშტაბით განათლებაში არსებული პრობლემის გააზრება და გადაჭრის გზებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, რაშიც ჩართული უნდა იყოს განათლების სფეროს თითოეული წარმომადგენელი, - ამის შესახებ ერთიანობის” ლიდერმა თამარ კორძაიამ განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, საჭიროა საუბარი როგორც საბავშვო პრობლემებზე, ასევე მასწავლებლების პრობლემატიკაზეც.
ჩვენი ერთიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცეებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღება. ვიცით, რომ სკოლებში და უნივერსიტეტებში არის მომავალი, მომავალი, რომელიც არის დაფუძნებული პროგრესზე და რა თქმა უნდა, ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე.
ასევე სკოლა იძლევა ცოდნას, უნივერისტეტიც იძლევა ცოდნას. ლექტორების პრობლემატიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა საუბარი, როგორც საბავშვო პრობლემებზე, ასევე მასწავლებლების პრობლემატიკაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის სფერო არ არის მხოლოდ თბილისი, ჩვენი ინტერესესი სფეროა ერთიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან არსებული პრობლემის გააზრება და გადაჭრის გზებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, რაშიც ჩართული უნდა იყოს განათლების სფეროს თითოეული წარმომადგენელი, - განაცხადა კორძაიამ.