საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან - ნათია მანია

19.07.24 15:21
საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან - ნათია მანია

"საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან", - ამის შესახებ სადახლოს სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ნათია მანიამ “ერთიანობის” ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისი თქმით, განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორიცაა აუშენებელი, გაურემონტებელი სკოლები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი ეროვნული სასწავლო გეგმა.

მასწავლებელთა და ზოგადად განათლების პრობლემები ძალიან ბევრია. დავიწყოთ აუშენებელი, გაურემონეტებელი სკოლებით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით და გაუმართავი ეროვნული სასწავლო გეგმებით და ახლა ახალი პრობლემა, უსამართლო სახელფასო ფორმულა, რომელმაც მასწავლებლებს შორის უკვე გამოიწვია დაპირისპირება და საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოკლებში სექტემბრიდან.” - განაცხადა ნათია მანიამ.

მსგავსი სიახლეები