პაპუაშვილი: ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია, თვლის, რომ საქართველოზე უნდა ილაპარაკოს

19.07.24 16:09
პაპუაშვილი: ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია, თვლის, რომ საქართველოზე უნდა ილაპარაკოს

"რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, გაერკვა საქართველოში და საქართველოზე უნდა ილაპარაკოს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს და დონორ ორგანიზაციებს აკრიტიკებს.

"იმედის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ:

გარკვეული მიკრო-საქართველო აქვს შექმნილი ზოგიერთ დონორს, ის ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებენ, მათი ფოკუს ჯგუფი არის, ასე ვთქვათ. ეს ფოკუს ჯგუფი არის მათი საქართველო, ჩვენ, დანარჩენი 4 მილიონი, არ ვარსებობთ მათ თვალში. ამ დონეზე მიდის, რომ ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან უცხოელი აქტორები. 

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა უთხრას უცხოელ აქტორებს, რა არის მათი ნება. 

[...] რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, გაერკვა საქართველოში და საქართველოზე უნდა ილაპარაკოს," - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები