უარი "ქართულ ოცნებას" კოალიციაზე - რომელი პარტიები არიან მზად დეკლარაციაზე ხელმოსაწერად?
უარი "ქართულ ოცნებას" კოალიციაზე - სამოქალაქო სექტორის მიმართვას მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებები ეხმაურებიან.
მოსაზრებას, რომ შეიქმნას დეკლარაცია, სადაც თითოეული პარტიის წარმომადგენელი ხელს მოაწერს და დადებს პირობას, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კოალიციას არ შეუქმნის ქართულ ოცნებას, მსხვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იზიარებენ.
მათ, ვისაც პრეზიდენტის შემუშავებულ ქარტიასა და ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს, თანხმდებიან, რომ მმართველ ძალას კოალიცია ოპოზიციამ არ უნდა შეუქმნას.
პირველ რიგში, ყველა პოლიტიკოსი ცალსახად უნდა თანხმდებოდეს, რომ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას არასდროს, არცერთი ფორმით არ დაუჭერს მხარს - არც მთავრობის ფორმირებას და არც მათი სხვადასხვა მავნებლური კანონის გასვლას, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამაზე არსებობს ფართე კონსენსუსი, მე პირადად ყოველთვის ვიქნები მზად, რომ მოვაწერო ხელი მსგავსი ტიპის დეკლარაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩემი კოლეგა ამავენაირად მზად იქნებოდა აიღოს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, დაბეჯითებით უთხრას ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ არასდროს არცერთ შემთხვევაში რუსეთის მსახურ ხელისუფლებასთან არაფერი საერთო, ბუნებრივია, არ გვექნება,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
მნიშვნელოვანი ინიციატივაა და კარგია, სწორედ ამ, სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ქოცებთან ალიანსისთვის არავის ეფიქრა, ამიტომაც მოხდა ბრიუსელის შეთანხმებაში ამ პუნქტის შეტანა. ის, რომ ინდივიდუალურად მოხდეს საჯარო ხელმოწერებით დადასტურება იმის, რომ არავინ გაბედავს რუს ბიძინა ვიანშვილთან კოალიციის შემქნას, ნამდვილად არ იქნება ცუდი და მივესალმებით ამ ინიციატივას. წარმოუდგენელია, რომ ჩვენი კოალიცია ცვლილებებისთვის სიაში აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც იფიქრებს, გადაუხვიოს იმ ხაზს და რაღაც კოალიცია შეკრებას ვირაც რუსთან, სასაცილო ამბავია ალბათ, ეგ,“ - ამბობს გიორგი კირთაძე.
ჩვენი ერთიანობა გამოდის სწორედ ერთიანობის შემდგომი ნაბიჯის თვალსაზრისით იმ შეთანხმების ინიციატივით, რომ დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან კოალიციური მმართველობის შესაქმნელად,“ - ამბობს თამარ კორძაია.
უარი "ოცნებასთან" კოალიციას - სამოქალაქო საზოგადოების ახალი შეთავაზება ოპოზიციას - რისკების დასაზღვევად მოქალაქეები ითხოვენ, შეიქმნას დეკლარაცია, რომელიც სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ერთი იდეის გარშემო გააერთიანებს.