დარჩიაშვილი: პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი

19.07.24 18:53
დარჩიაშვილი: პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი

„პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი“ - ამ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აკეთებს და ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

ილია დარჩიაშვილისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს პოლიტიკური დიალოგის შეჩერება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს "ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად".

მინისტრის თქმიუთ, პრემიერს ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ხედავს ხელისუფლება ევროპასთან პოლიტიკურ დიალოგს და ურთიერთობებს.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნეს. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტეგრაცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს ურთიერთობებს. შესაბამისად, ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები