მადლობა ორბანს, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდი დაეხმარა საქართველოს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაში - დარჩიაშვილი
უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდი დაეხმარა საქართველოს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაში – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილია დარჩიაშვილმა მადლიერება გამოთქვა უნგრეთის, პრემიერ-მინისტრ ორბანის მისამართით და განაცხადა, რომ უნგრეთი ყოველთვის მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ევროპული მომავლის.
უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდი დაეხმარა საქართველოს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებაში. ბატონო მინისტრო, როდესაც საქმე ეხება რეფორმების დღის წესრიგს და პრაქტიკულ შედეგებს, რათა შესაბამისობაში ვიყოთ ევროკომისიის რეკომენდაციებთან, ჩვენ წარვადგინეთ და მივიღეთ მრავალი კანონი საქართველოში, რათა დავახლოებოდით ამ რეკომენდაციებს და 2030-ში, როდესაც იქნება ევროპული ოჯახის გაფართოების გადაწყვეტილება, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა.
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების ჩვენს დღის წესრიგს. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და ამავდროულად, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ პარტნიორობაზე, ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ უნგრეთის, პრემიერ-მინისტრ ორბანის. ის ყოველთვის უზომოდ მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ევროპული მომავლის. ჩვენ გავაგრძელებთ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებას და მადლობა თქვენი პირადი ჩართულობისა და წვლილისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.