საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის - დარჩიაშვილი

19.07.24 19:04
საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის - დარჩიაშვილი

საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას.

მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი, ვსაუბრობდით, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.

შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები