"ოცნება" იზოლაციაშია - დიდი ბრიტანეთიდან პრემიერი ხელცარიელი დაბრუნდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში ხელცარიელი დაბრუნდა. პრემიერმა ევროპელი ლიდერები ვერ დაარწმუნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალათ. ოლიგარქის გუნდი იზოლაციაშია. "ოცნებას", პრაქტიკულად, აღარავინ ელაპარაკება.
ამ ფონზე ივანიშივლის მთავრობა დროის მოგებას ცდილობს და ხალხს ჰპირდება, რომ ყველაფერი ერთ წელიწადში დალაგდება. თუმცა, ოპოზიციისთვის ცხადია, რომ საქმე გვაქვს საარჩვევნო ტრიუკთან. იზოლაციაში მოქცეული ოლიგარქის პარტია არჩევნების წინ მოქალაქეებს ატყუებს.
ვის შეხვდა კობახიძე ბრიტანეთში პირისპირ? პრემიერი ზოგადად ამბობს, რომ ევროკავშირის ლიდერებთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა არცერთი ევროპელი პოლიტიკოსი ასეთ შეხვედრებს არ ადასტურებს. ევროკავშირის ვებ გვერდზე კობახიძისა და ევროპელი ლიდერების ფოტოც კი არ იძებნება. არადა, დგინდება, რომ ევროგაერთიანების ლიდერებს პირისპირ შეხვედრები ჰქონდათ მოლდოვასა და ჩრდილოეთ მაკედონიის მმართველებთან, იმ სახელმწიფოების ლიდერებთან, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უკვე აქვთ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.