2024 წლის არჩევნებს 90-იანი წლების არჩევნებს შევადარებდი, როდესაც კომუნისტური პარტია უნდა დაგვემარცხებინა - ბადრი ჯაფარიძე
2024 წლის არჩევნებს 90-იანი წლების არჩევნებს შევადარებდი, როდესაც კომუნისტური პარტია უნდა დაგვემარცხებინა - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ახლა სასწორზე სახელმწიფოს დაკარგვის საფრთხე დევს, რაც "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენით რეალური გახდება, ამიტომაც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ქართველმა ამომრჩეველმა არ უნდა დაუშვას.
2024 წლის არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ არის სრულიად გამორჩეული თავისი მნიშვნელობით და მე მას შევადარებდი 90-იანი წლების არჩევნებს, როდესაც კომუნისტური პარტია უნდა დაგვემარცხებინა და როდესაც თავისუფლება უნდა მოგვეპოვებინა. თავისი მნიშვნელობით 2024 წლის არჩევნები უტოლდება 90 წლის არჩევნებს, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დატოვება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგებით სახელმწიფოს დაკარგვის წინაშე, რადგან დღეს სახელმწიფო მიტაცებული აქვს დღეს ივანიშვილს. ამიტომ ეს არჩევნები განსხვავებით 2012 წლის არჩვენებისგან, ახლა ნათელია, რომ "ოცნება" არის პრორუსული ძალა, არანაირი კავშირი არ აქვს მას ევროპულ ღირებულებებთან, შესაბამსიად, ახლა ჩვენ გავქვს სხვა მოცემულობა და საფრთეც არის ძალიან მკაფიო, სახელმფოს დავკარგად, რაც არ უნდა დავუშვათ. "ოცნების" დატოვება ხელისუფლებაში ნიშნავს რუსეთთან პირდაპირ დარჩენას, რაც გულისხმობს დიდ ქაოსს ქვეყანაში, რაც არ უნდა დავუშვათ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.