ნუ ინერვიულებთ, ეს ჩვენი საქმეა - ზალკალიანი შეთანხმების ანულირებაზე

29.07.21 11:06
ნუ ინერვიულებთ, ეს ჩვენი საქმეა - ზალკალიანი შეთანხმების ანულირებაზე

დასავლეთიდან საგანგაშო გზავნილების მიუხედავად, საგარეოს საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, "ოცნების" გადაწყვეტილებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს. საგარეო საქმეთა მინისტრი არ ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ქვეყნის დასავლურ კურსზე. ზალკალიანის თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ კურსს არაფერი ემუქრება და დასავლელ პარტნიორებს როგორ აუხსნიან ამ ნაბიჯს, მათი საქმეა.

ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის, ეს ჩვენი საქმეა", - ამბობს ზალკალიანი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას  დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები