"ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორების გადაგდება მოინდომა - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებას არ ნიშნავს.
ჩვენ უნდა დავრჩეთ შეთანხმების ერთგულები, შეთანხმება არის ძალაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რჩებიან ამ შეთანხმების ერთგულები, "ოცნების" განცხადებით შეთანხმება ვერ გაუქმდება, ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვთ, ვერ გაუქმდება. მათ დაინახეს, რომ არა მხოლოდ 43%-ს, არამედ ბევრად ნაკლებს მიიღებენ, შიშმა გადაადგმევინა ყოვლად უპასუხისმგებლო ნაბიჯი და პრაქტიკულად საერთაშორისო პარტნიორების გადაგდება მოინდომეს", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.