კანონი არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურად აფილირებულები და ერთგულები არიან „ოცნების“ და ივანიშვილის - ცისკარიშვილი
„სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოში არის მოცემულობა, რომ კანონი არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურად აფილირებულები და ერთგულები არიან „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა საგარეჯოში „ქართული ოცნების“ ზონდერების მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს ყველა ამ ადამიანს ერთად გასცემს პასუხს ქართველი ხალხი და ამ ხელისუფლებას "სახლებში გაისტუმრებს".
„ჩვენს სახელმწიფოში სამწუხაროდ არის მოცემულობა, რომ კანონი არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკურად აფილირებულები და ერთგულები არიან „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის. მათ შეუძლიათ ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინონ, ძალადობრივი იქნება ეს თუ კორუფციული, მათ კანონი პასუხს არ მოსთხოვს, რადგან ისინი პოლიტიკურად ეხმარებიან, მხარს უწერენ, ხმებს უგროვებენ და არჩევნებში გამარჯვებაში ეხმარებიან „ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლებრივად რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მართლმსაჯულება იზეიმებს, ამის მოლოდინი და ილუზია ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველმა ხალხმა ისევე როგორც საგარეჯოში, ვინც თავს დაესხა „ნაციონალურ მოძრაობას“, აქტივისტებს, იქ შეკრებილ ხალხს, ასევე ამ ზონდერებს, რომლებიც დასდევდნენ, სცემდნენ და ასახიჩრებდნენ ახალგაზრდებს, ზოგს სადარბაზოებთან უსაფრდებოდნენ, ზოგს იქვე ადგილზე უსწორდებოდნენ ფიზიკურად. 26 ოქტომბერს ყველა ამ ადამიანს ერთად გასცემს პასუხს ქართველი ხალხი და ამ ხელისუფლებას გაისტუმრებს სახლებში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა