დგას თუ არა საქართველოს ნატოსა და EU-ში ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ? - რას ამბობს ლატვიის პრეზიდენტი
დგას თუ არა საქართველოს ნატოსა და EU-ში ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ? - ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩ "ამერიკის ხმისთცვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო სერიოზულად არ გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, მაშინ შესაძლებლობის განხილვას და პროცესისი გაგრძელებას არ უნდა ელოდოს.
თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.
მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.
ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
რას ეუბნებიან რეალურად პარტნიორები საქართველოს, რა გზას სთავაზობენ და რა დგას საფრთხის წინაშე - ლატვიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი პოზიცია ცალსახაა, შიდა პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებ და ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს, თუმცა, თუკი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება, თბილის პროგრესს არ უნდა ელოდოს.
ეს აგზავნის ძალიან ძლიერ გზავნილს, რომ ჩვენ არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას. ეს მართლაც საქართველოს არჩევანია. ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.
მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს - ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები", - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი.