არჩევნები 2024 - რა ინფორმაცია მიაწოდა ოპოზიციამ საქართველოში მყოფ IRI-ს სადამკვირვებლო მისიას

20.07.24 15:06
არჩევნები 2024 - რა ინფორმაცია მიაწოდა ოპოზიციამ საქართველოში მყოფ IRI-ს სადამკვირვებლო მისიას

არჩევნების სადამკვირვებლო მისია საქართველოში - ქვეყანაში წინასაარჩევოდ არსებული გარემოს შესწავლას IRI იწყებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უკვე გამართვეს პირველი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებთან. დახურულ შეხვედრებზე მისის წევრები კითხულობენ, რა მეთოდებით ყალბდება ქვეყანაში არჩევნები ყველაზე ხშირად. 

ძალადობა, ტერორი და დაშინება - ეს, იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც IRI-ს ინფორმაცია ოპოზიციამ მიაწოდა. 

დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია პოლიტიკური კონტექსტის შესახებ, ჩავარდნილი საარჩევნო რეფორმის შესახებ, განსაკუთრებით გამძაფრებული ფონის შესახებ, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საქართველოში ასეთი ფორმით წარმოჩინდა. ძალადობა რომ ნორმად იქცა ქვეყანაში და რაც უფრო ვუახლოვდებით ჩვენ ახლა არჩევნების დღეს, არაფერზე არ დაიხევს "ქართული ოცნება" უკან. ის, თუ სად ხედავს "ქართული ოცნება" არჩევნების მითვისების მთავარ ბერკეტებს, არის არა არჩევნების დღე უპირატესად, არამედ წინასაარჩევნო პერიოდი და აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არსებობა და ყოფნა ქვეყანაში", - ამბობს "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე . 

ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს, რის გამოც საჭიროა არჩევნების შესაძლო გაყალბების მინიმალური რისკიც კი დაზღვეული იყოს. 

მე და სხვებმაც ცალსახად ვუთხარით ამ მისიას, რომ არჩევნებსი შედეგების გაყალბება ჩვენთან ხდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ბევრად მანამდე. კრიმინალი მობილიზება, ქუჩის ბიჭების ჩართვა, ოჯახების აღწერა, ვის რა სუსტი წერტილი აქვს, ამის გამოყენება,ს აჯარო სამსახურში მომუშავე ხალხის აღწერა - ყველა ის არაფორმალური მეთოდები, რომელიც ვიცით, რომ იქნება გამოყენებული "ოცნების" მიერ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ წინასწარ ავუხსენით", - აცხადებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე. 

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დღეიდან უკვე რეგიონებში გაემგზავრებიან და სწორედ იქ შეისწავლიან წინასაარჩავნო გარემოს.

 

მსგავსი სიახლეები