თავდასხმა პარტიის ოფისზე - ჩამსხვრეულია მელია-ხოშტარიას საარჩევნო შტაბის მინა
ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის მინა ჩამსხვრეულია. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოფისში შეკრება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს უნდა დაეწყოთ.სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.