ჩვენს ხელშია, რომ არჩევნებზე შედეგი დაფიქსირდეს და თუ მერე "ოცნება" რამეს გაბედავს, საერთაშორისო სურათი იქნება ძალიან მკაფიო - ბოკერია
ოქტომბრის არჩევნების მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ დიდი იქნება. ამ განწყობით დატოვა ოპოზიციამ IRI-ის სადამკვირველო მისიასთან გამართული შეხვედრა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ახლა მთავარია, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველის უმრავლესობა მივიდეს და საერთაშორისო ყურადღება მაღალი იყოს.
ჩვენს ხელშია ის, რომ ეს შედეგი დაფიქსირდეს და მერე, თუ რამეს გაბედავენ, საერთაშორისო სურათი იქნება ძალიან მკაფიო - ამბობს ბოკერია და კიდევ ერთხელ საუბრობს ოლიგარქსი რეჟიმის მოშორების აუცილებლობაზე.
ორი კომპონენტია მთავარი - ადგილზე მოქალაქეების არჩევანი, დიდი მორალური და რიცხობრივი უმრავლესობის დაფიქსირება არჩევნებზე და საერთაშორისო ყურადღება, ეს ორი ფაქტორი ამცირებს რისკებს ამ სამარცხვინო რუსული რეჟიმის მხრიდან რადიკალური ნაბიჯებისა. არ გამორიცხავს, მაგრამ ამცირებს და ჩვენს ხელშია ის, რომ ეს შედეგი დაფიქსირდეს და მერე, თუ რამეს გაბედავენ, საერთაშორისო სურათი იქნება ძალიან მკაფიო. მათ მოახერხეს, რომ ახლა სურათი ყველასთავის მკაფიოა, რომ ეს არის რუსული მარიონეტული ძალა, რომელიც ოლიგარქის ძალაუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის მომავალს სწირავს და რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
არჩევნების სადამკვირვებლო მისია საქართველოში - ქვეყანაში წინასაარჩევოდ არსებული გარემოს შესწავლას IRI იწყებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უკვე გამართვეს პირველი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებთან.
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკვე რეგიონებში გაემგზავრნენ და ახლა, სწორედ იქ შეისწავლიან წინასაარჩავნო ვითარებას.