IRI-ის სადამკვირვებლო მისია ნათლად ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე - მეზვრიშვილი

20.07.24 17:32
IRI-ის სადამკვირვებლო მისია ნათლად ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე - მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი "პირველებთან" IRI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებს ყვება.

გახარიას გუნდის წევრი ამბობს, რომ IRI-ის სადამკვირვებლო მისია ნათლად ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე.

მთავარი აქცენტი გავაკეთე იმ განსხვავებებზე, რაც დღევანდელ საარჩევნო გარემოსა და 2021 წლის საარჩევნო გარემოს შორის არსებობს, როცა ჩვენ დღეს საქართველოში არ გვყავს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც არჩევნების დაცვა უნდა უზრუნველყოს. ძალიან ნათლად ფლობენ ინფორმაციას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

არჩევნების სადამკვირვებლო მისია საქართველოშია - ქვეყანაში წინასაარჩევოდ არსებული გარემოს შესწავლას IRI იწყებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უკვე გამართვეს პირველი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებთან. 

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკვე რეგიონებში გაემგზავრნენ და ახლა, სწორედ იქ შეისწავლიან წინასაარჩავნო ვითარებას.

მსგავსი სიახლეები