ექსკლუზივი: ვინ არის კაცი, ვისი ენითაც ბიძინა ივანიშვილი ალაპარაკდა
ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომლის იდეოლოგიითაც ბიძინა ივანიშვილი ალაპარაკდა - ვინ არის ალ ქოჩარი:
იყო პროკურორი რუსეთში, მუშაობდა ასმეთაურის მოადგილედ პოლიტიკურ ნაწილში, შემდეგ ადვოკატად საქართველოში და უკვე ახლა საქართველოს ყველაზე მდიდარი კაცის იდეების გენერატორად იქცა. წიგნი, რომლის ციტატებით ოლიგარქის პარტიის წევრები ალაპარაკდნენ, აკადემიკოსმა ალ ქოჩარმა სასწრაფო წესით დაწერა.
ალ ქოჩარის წიგნით "შაბათის ეთერი" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელმა ადამიანებმა საჯარო სამსახურიდან გვითხრეს, რომ ამ წიგნის წაკითხვას და მისი იდეოლოგით მოქმედებას ავალებენ.
ალექსანდრე ქოჩიაშვილი არ მალავს, რომ მისი წიგნის მიხედვით მაღალ პოლიტიკურ ელიტას ლექციებსაც უკითხავს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებულ რამდენიმე დიპლომატს რამდენიმე საჯარო მოხელემ შესჩივლა, რომ დიდ შარში იყვნენ, რადგან ალ ქოჩარის ლუციფერის მხილება დაურიგეს და ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებით სავსე წიგნის იდეოლოგიის გაზიარება მოსთხოვს.
ალ ქოჩარი "შაბათის ეთერთან" ლაპარაკობს ყველაზე, ბიძინა ივანიშვილის გარდა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ალ ქოჩორის წიგნმა "ლუციფერის მხილება" თავდაპირველად სწორედ ოლიგარქამდე მიაღწია. ივანიშვილი მოიხიბლა და შემდეგ ყველას ამ ენით ლაპარაკი დაავალა.
სავარაუდოდ, ალ ქოჩარის წიგნში ამოიკიტეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა რომ მათ "მასონური ორგანიზაცია ებრძვის". აქვე სავარაუდოდ ალ ქოჩარის გათვლებს ეფუძნება "ქართული ოცნების" დათქმა, რომ ხელისუფლებაში 2030 წლამდე იქნებიან.
ანავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ "უცხოეური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს კი არ ეხმარებიან, ხალხს მათ მიზნების სისრულეში მოსაყვანად იყენებენ".