მთვრალი კაცები სკოლის მოსწავლეების ოთახში?! - რა ხდება საქართველოში გახსნილ რუსულ ბანაკებში

20.07.24 20:34
მთვრალი კაცები სკოლის მოსწავლეების ოთახში?! - რა ხდება საქართველოში გახსნილ რუსულ ბანაკებში

"შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება - რა ხდება რუსეთის მთავრობის დაფინანსებით საქართველოში გახსნილ მოსწავლეების ბანაკები? 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია თბილისში, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობაში ჩაწერილი ფარული აუდიო მასალა, სადაც ცხადად ისმის, რომ მშობლები საქართველოში მოწყობილი სკოლის მოსწავლეების რუსულენოვან ბანაკებში, გარყვნილი ქმედების გამო, პასუხს რუს დიპლომატებს სთხოვენ.

მოპოვებული ჩანაწერითა და "შაბათის ეთერის" მიერ ჩაწერილი ინტერვიუების მიხედვით, ირკვევა, რომ ბაკურიანში, მთვარლი ზედამხედველები სკოლის მოსწავლეებს სასტუმროს ნომერში აივნიდან უძვრებოდნენ. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც არასრულწლოვანების ნომრებში მთვრალი კაცების აივნიდან გადაძრომაზე საუბრობს, რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ნატალია ვერეშაპინაა. ამ შეხვედრას, რუსულენოვანი გაზეთის ყოფილი რედაქტორი მირანდა ოგანეზოვაც ესწრებოდა. ჩანაწერი 2019 წლით თარიღდება, იმ წელს რუსეთს ფედერაციის დაფინანსებით, საქართველოში მცხოვრები, რუსული ენოვანი ოჯახების შვილები, საზაფხულო ბანაკში ბაკურიანში წაიყვანეს.

მირანდა ოგანეზოვა "ტვ პირველთან" ყვება, რომ სკანდალური საქმის ჩაფარცხვაში საქართველოში რუსული კლუბის ხელმძღვანელი და გრიბოედოვის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ნიკოლაი სვეტინცკი იყო ჩართული.

სკანდალურ ჩანაწერის მოპოვების შემდეგ,  "შაბათს ეთერმა" ბანაკში მყოფ, სავარაუდო მსხვერპლს მიაკვლია,  გოგონა, პირობითი სახელით "ევა", ახლა უკვე სრულწლოვანია, თუმცა მაშინ როდესაც რუსი ახალგაზრდების კავშირის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში, ბაკურიანში მოხვდა, 15 წლის იყო.

გოგონას მონაყოლის მიხედვით, სემინარის დასასრულს, მაშინ როდესაც ორ კვირიან შეკრებას 20 მოზარდი მენტორებთან ერთად საკონფერენციო დარბაზში აღნიშნავდა, უეცრად მის ნომერში, სასტუმროს გვერდზე ნომრის აივნიდან  ზრდასრული ნასვამი მამაკაცი შევარდა. 

ფარულ ჩანაწერში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ისმის, როგორ ყვებიან მოზარდების მშობლები, რომ რუსულენოვან ბანაკებში იყო შემთხვევები, როდესაც, მენტორები მოზარდებთან მჭიდროს კავშირის დამყარებას ცდილობენ . 

ფულის მითვისება, სკანდალის ჩაფარცხვა, გავლენიანი მფარველები მოსკოვიდან და ბრძოლა დაფინანსებისთვის - ყველაფერი ეს ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები