შეშფოთებულები ვართ ჩვენც - ვოლსკი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე

29.07.21 13:20
შეშფოთებულები ვართ ჩვენც - ვოლსკი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, ამბობს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილება ცალმხრივი არ ყოფილა და  ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციამ განაპირობა. რაც შეეხება "ოცნების" მიერ ჩატარებულ შიდა კვლევებს, ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ოცნების" რეიტინგი გაცილებით მაღალია და 28%-ზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ.

შიდა კვლევები საკმაოდ მაღალ შედეგებს გვიჩვენებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არათუ 43, მეტიც არის მოსალოდნელი. არ შეიძლება, ვალდებულებებს იღებდე ცალმხრიდავ და მეორე მხრიდან დესტრუქციის მცდელობებს უყურებდე. 

შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის, მაგრამ არ შეიძლება, რომ ერთი მხრივ გქონდეს აღებული ვალდებულებები და მეორე მხარეს უყურებდე, როგორ ანგრევს ქვეყანას და დესტაბილიზაციის გეგმებს ალაგებს და ანვითარებს. ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა და ამ რეალობას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა", - ამბობს ვოლსკი.