პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს, WSJ-ის ჟურნალისტი ხანგოშვილის მკვლელში გაცვალოს

21.07.24 10:07
პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს, WSJ-ის  ჟურნალისტი ხანგოშვილის მკვლელში გაცვალოს

ვლადიმერ პუტინს ხანგოშვილის მკვლელი სჭირდება. ამ ეჭვებს ამერიკელი ჟურნალისტის დაჩქარებულ ვადებში გასამართლება აჩენს. ევან გერშკოვიჩი, რომელსაც რუსული გამოძიება ჯაშუშობას ედავება, კრემლის მორჩილმა სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა სულ რაღაც სამ სხდომაში მიუსაჯა.

გერშკოვიში შესაძლოა, ვადიმ კრასიკოვში გაცვალონ. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც სასჯელს საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობისთვის გერმანიაში იხდის. მას  სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 

რაც შეეხება პუტინის კავშირებს კრასიკოვთან, რუს დიქტატორს ეს უკანასკნელი არასდროს დაუდასტურებია, თუმცა გასულ თვეებში განაცხადა, რომ კრასიკოვი ნამდვილი პატრიოტია.

მსგავსი სიახლეები