"ცდილობენ, ჩვენგან საფრთხობელა შექმნან" - სუსში უკრაინაში მებრძოლი ქართველების გამოკითხვა გრძელდება
ეგრედ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებისს საქმე ხელმეორედ ცოცხლდება. ბოლო სამ დღეეში გამოკითხვაზე უკვე უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი მებრძოლი დაიბარეს. რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ჯარისკაცებთან კითხვები, პრაქტიკულად, არარსებულ საქმეზე აქვთ.
სუსში ელოდებიან ნადიმ ხმალაძესაც. უკრაინაში მებრძოლი და რუსული კანონის მოწინააღმდეგე ხმალაძე ვარაუდობს, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა წინა საარჩევნოდ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები დააშინონ და ტერორი მოუწყონ.
ცდილობენ, რომ შექმნან ახალი საფრთხობელა ჩვენი სახით, იმ მებრძოლების სახით, რომლებიც საქართველოში არიან. როგორც მე ვიცი, იბარებენ დაკითხვაზე, მაგრამ მოსახლეობაში უკვე როცა ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლებს იბარებენ დაკითხვებზე, უკვე სხვანაირად ჟღერს. თან თქვენც მოგეხსენებათ, როგორია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. უბრალოდ, შიშის ფაქტორის დათესვაა მოსახლეობაში, რომ აი, ესენი აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მეტი არაფერი. არ გამოვრიცხავ, პირდაპირი მნიშნელობით, რუსული ხელისუფლების გამო უფრო სხვა ზომებიც მიიღონ, - ამბობენ ქართველი მებრძოლები.
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა და ტერორიზმის ხელშეწყობა, ეს ის მუხლებია, რომლითაც ხელისუფლებამ საქმე აღძრა. აღსანიშნავია ასევე, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.