საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს - ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ - პავილიონისი
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, საქართველოს საგარეო კურსს ეჭქვეშ აყენებს. პავილიონისი "ოცნების" მიერ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება. პავილიონისი ტვ პირველთან ამბობს, რომ საქართველოს მხოლოდ 2 გზა აქვს- ეს არის ან დასავლური ინტეგრაცია, ან რუსეთი. პავილიონისი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი მედიის თავისუფლებას გულისხმობს.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომელიც არის ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.
ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას და არა იმ ულტრარადიკალურ ელემენტებს, რომლებსაც ხშირად ვხედავთ ქვეყანაში. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია", - ამბობს პავილიონისი.